ახალციხეში გამგეობის შენობა იწვის - ვიდეო

შენობასთან სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ოცამდე მეხანძრე მაშველი მუშაობს
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი უკიდია, ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გამოცემა ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ შენობასთან სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ოცამდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც. ამ ეტაპზე წყლის გაშვება ვერ ხერხდება.