ყვითელი ამბები

ანდრია გველესიანმა მეუღლესთან ერთად ზღაპრული დასვენება მოიწყო - ფოტოები

ანდრია გველესიანი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიიღო მონაწილეობა.
Sputnik

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად ესპანეთში ისვენებს. წყვილმა Instagram-ზე რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ანდრიას გული მშვენიერ მსახიობ გოგონას ეკუთვნის, რომელზეც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იქორწინა. მისი რჩეული მაიკო ვაწაძეა.

წყვილი ამჟამად მადრიდს სტუმრობს.

 ესპანეთში წასვლამდე ცოლ-ქმარი რაჭაში იმყოფებოდა, საიდანაც არანაკლებ პოზიტიური პოსტები შემოგვთავაზეს.

ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში „მუნჯი ახმედი და ზღვა“ შეყვარებულების როლი ითამაშეს.