„თბილისი გალერიში“ ევაკუაცია გამოცხადდა – ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

ადგილზე რვა სახანძრო ეკიპაჟი იმყოფება
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik.  თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „თბილისი გალერიში“ დაკვამლიანებაა, რის გამოც  მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, განუცხადეს  „Sputnik საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

 „თბილისი გალერიში“ ხანძარი არ დასტურდება, იყო გამოძახება, ადგილზე მაშველების ჯგუფია მობილიზებული, შენობიდან ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები არ არიან. მეხანძრეებმა დაკვამლიანების წყარო აღმოაჩინეს – ეს დამწვარი ვენტილაციაა. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე რვა სახანძრო ეკიპაჟი იმყოფება“, – განაცხადა სააგენტოსთან უწყების წარმომადგენელმა.