დაძაბული მატჩი: „საბურთალო“ „არარატ-არმენიასთან“ დამარცხდა - ფოტო

Sputnik

თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ „არარატ-არმენიასთან“ თბილისში შეხვედრის შედეგად ანგარიშით 0:2 დამარცხდა და უეფას ევროპის ლიგას გამოეთიშა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა ხდებოდა თამაშზე

პირველი მატჩი ერევანში „საბურთალოს“ გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ორი შეხვედრის შეჯამებით კი „არარატმა“ 3:2 გაიმარჯვა.

სტუმრებმა ანგარიში საკმაოდ სწრაფად გახსნეს. უკვე მეათე წუთზე ანტონ კობიალკომ მიგინეიშვილის კარში ბურთი გაიტანა. ამ ეპიზოდში ორმა ქართველმა ნახევარმცველმა დაუშვა შეცდომა და თავდამსხმელს შეტევის საშუალება მისცა.

ანგარიშის გახსნის შემდეგ, ბურთის ფლობის მხრივ საბურთალო დაწინაურდა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. თბილისურმა კლუბმა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით.

საგოლე მომენტებისგან განსხვავებით, ყვითელი ბარათების რაოდენობა საკმარისი იყო. ჯამში, შევხედრის მთავარმა არბიტრმა - უკრაინელმა მიკოლა ბალაკიმ 11 გაფრთხილება გასცა და 28 ჯარიმა დანიშნა.

 

1 / 20
„არარატ-არმენიასა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის შეხვედრა სომხური კლუბის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:2. სომხურ კლუბს გამარჯვებამ დაწინაურების საშუალება მისცა
2 / 20
სტუმრები აქტიურად უტევდნენ მეტოქეს მატჩის დასაწყისიდანვე, მეათე წუთზე კი პირველი გოლი გაიტანეს ქართული კლუბის კარში
3 / 20
„საბურთალოს“ ფეხბურთელებმა უშედეგოდ სცადეს სომხური კლუბის კარის აღება
4 / 20
თბილისურმა კლუბმა ვერცერთი შეტევა ვერ დაასრულა წარმატებულად
5 / 20
მხოლოდ მატჩის ბოლოს გაიტანა „საბურთალოს“ ფეხბურთელმა „არარატის“ კარში ბურთი, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რაზეც გულშემატკივრებს ხმაურიანი რეაქცია ჰქონდათ
6 / 20
მატჩმა ფეხბურთელების გაფრთხილებითა და ყვითელი ბარათების რაოდენობით რეკორდი დაამყარა
7 / 20
ჯამში, შეხვედრის უკრაინელმა მსაჯმა - მიკოლა ბალაკიმ 11 გაფრთხილება და 28 ჯარიმა დანიშნა
8 / 20
თამაშის დროს ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა
9 / 20
ორი ფეხბურთელის დაპირისპირება ჩხუბში შეიძლებოდა გადაზრდილიყო, თუმცა დანარჩენმა ფეხბურთელებმა დაპირისპირებული სპორტსმენები გააშველეს
10 / 20
ასევე ადგილი ქონდა ინციდენტს, როდესაც „საბურთალოს“ ერთ-ერთი გულშემატკივარი სტადიონზე შევარდა
11 / 20
დაცვამ გულშემატკივარი დაიჭირა და მოედნიდან გაიყვანა
12 / 20
თამაშის დასრულების შემდეგ „არარატ-არმენიას“ ფეხბურთელებმა გამარჯვება აღნიშნეს
13 / 20
ქართველი გულშემატკივრები დამარცხების შემდეგ
14 / 20
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე წაგებას „კოლაფსი“ უწოდა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
15 / 20
თუმცა მწვრთნელის პასუხისმგებლობა კლუბს ვეღარაფრით დაეხმარება
16 / 20
ახლა „საბურთალოს“ თავიდან მოუწევს გულშემატკივრების სიყვარულის მოპოვება, რომლებმაც თითქმის ნახევრად გაავსეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მათ თამაშზე
17 / 20
სომეხმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე გამარჯვება ხმაურიანად აღნიშნეს
18 / 20
მათ აანთეს ფაიერები, უკრავდნენ დოლზე, სკანდირებდნენ ლოზუნგებს და ცეკვავდნენ
19 / 20
„არარატ-არმენიას“ მოთამაშეებმა მაისურები გაიხარეს და საჩუქრად გულშემატკივრების მიმართულების ისროლეს
20 / 20
„საბურთალო“ საკუთარ მოედანზე მესამედ დამარცხდა და უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურიდან გამოვარდა