ყვითელი ამბები

„გიჟო, რა უქენი საკუთარ თავს?“- მომღერალ სალომე ბაკურაძეს ვეღარ იცნობთ

ნიჭიერი, მომღიმარი და გადამდები სიცილით აღჭურვილი მომღერალი მუდამ პოზიტიურ განწყობაზეა. სალომე წარმატებული შემსრულებელი, მზრუნველი დედა და ცოლია. ნახეთ,  შემსრულებლის მიმზიდველი გარეგნული ცვლილება
Sputnik

35 წლის მსახიობი მსოფლიოში ყველაზე დაღლილ ადამიანსაც ენერგიულ ტალღაზე გადაიყვანს. მისი სამოყვარულო ვიდეოები, ან ვიდეოკლიპები ბევრ ადამიანს მოსწონს. სცენაზე, სალომეს გამოსვლა მაყურებლისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელი იყო და არის.

პროექტ „ჯეოსტარსა“ და „ბრავოში“ მონაწილეობამ სალომე ბაკურაძე ყვითელი პრესის ფურცლებზე მოახვედრა. საზოგადოებას განსაკუთრებულად უყვარს სალომე ბაკურაძის და სიმპათიური ნოდიკო ტატიშვილი დუეტი. დიდი ხნის მანძილზე, ჭორები ვრცელდებოდა მათ სიყვარულზე. მალე, სალომე ბაკურაძე დაოჯახდა. თაყვანისმცემლებს აინტერესებდათ, თუ ვინ არის ხუჭუჭა შემსრულებლის ახალი შეყვარებული.

მისი რჩეული ტელეკომპანია GDS- ის თანამშრომელი აღმოჩნდა. სალომეს პარტნიორი და ახლა უკვე მეუღლე ლაშა ბასლანაძეა, მათ ერთი ვაჟი ჰყავთ. ბიჭუნა 2016 წელს დაიბადა. ლაშასთვის ეს მეორე ქორწინებაა, ხოლო სალომესთვის პირველი. ლაშა ბასლანაძეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. წყვილი 2014 წლის იანვარში დაქორწინდა. მათ ჯვარი პატარა სამებაში დაიწერეს. სალომეს მეჯვარე მომღერალი თიკა მახალდიანი იყო.

რაც უფრო მეტი დრო გადის, ახალბედა დედა სულ უფრო და უფრო ლამაზდება. მისი გარეგნობა იხვეწევა, სალომე წონის კორექციას ცდილობს, აშკარაა, რომ კონკურსების მერე ეს კარგად გამოსდის. მისი ფორმები მეტად მიმზიდველი გახდა.