ბურჯანაძე: თბილისი ზარალის რეალურ რაოდენობას არ ამხელს

ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურისტული ბიზნესისთვის მიყენებული ზარალის რეალურ რაოდენობას ამცირებს.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ათზე მეტად ამცირებს იმ ფინანსური  დანაკარგების შესახებ მონაცემებს, რაც რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებას მოჰყვა, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სააგენტო НСН-თან ინტერვიუში. 

რამდენად შემცირდა ივლისში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ტურისტულმა ბიზნესმა ივლისში 60 მლნ დოლარი იზარალა.

„სამოცი მილიონი, ჩემი აზრით, ძალიან შემცირებული ციფრია. ყველა ექსპერტი ათჯერ მეტ ზარალზე საუბრობდა, დაახლოებით 700 მილიონზე“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ლარის კურსის ძლიერი დაცემა, როდესაც 1 დოლარის ღირებულება პრაქტიკულად 3 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ: საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამ ღონისძიებას ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირება მოჰყვა, რაც ნეგატიურად აისახა ტურისტული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობაზე.