მსოფლიო დღეს

მილანში 27 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ფაქტზე დააკავეს

დაკავებულს ჩხრეკისას ძვირფასეულობა აღმოაჩნდა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. იტალიელმა კარაბინიერებმა მილანში საქართველოს მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როცა იგი ბინის გაქურდვას აპირებდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი მილანის ერთ-ერთ სახლში 13 აგვისტოს დააკავეს.

პირადი ჩხრეკისას მას ძვირფასეულობა აღმაოჩნდა თან.

 ქურდობის შესახებ სამართალდამცავებს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს.