ყვითელი ამბები

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ქორწინების ერთი წლისთავს იტალიაში აღნიშნავს - ფოტოები

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და
Sputnik

ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მეორედ შარშან დაქორწინდა. მისი რჩეული დიზაინერი ეკა ბალანჩივაძეა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყილ­მა თაფ­ლო­ბის თვე თურ­ქეთ­ში გა­ა­ტა­რა.

თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე, ივნისში მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ხელი მოაწერეს.

 

ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში გა­და­ღე­ბული ფო­ტო „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დე­რმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გაავრცელა, რო­მე­ლიც კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია. როგორც ჩანს, ეკა ბალანჩივაძემ თეთრ კაბაზე უარი თქვა და მოვარდისფრო-მოიისფრო კაბა მეუღლის პერანგს შეუხამა.

წყვილს უამრავი საერთო ინტერესი აქვს. მათ შორის არის ხატვის სიყვარული. კოტეს ნახატები ეკამ მაისურებზე გადაიტანა, რომლებიც, დიზაინერის თქმით, საკმაოდ კარგად იყიდება.

ამჟამად კოტე და ეკა იტალიაში არიან და სოციალურ ქსელში დიზაინერი დებს უამრავ ფოტოს.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და.

ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ერთ-ერთი სიმ­პა­ტი­უ­რი ექი­მი მა­მა­კა­ცის წო­დე­ბას და რე­ი­ტინ­გებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი.