იგოეთთან ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. იგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება tv 25.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამი მგზავრი, მათ შორის, ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი შუახნის ქალი. 

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის წინ, მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.