„ეტლში ბავშვი იწვა...ნაგავს იქექებოდა, სარდაფში ცხოვრობენ“ - ისტორია, რომელიც შეგძრავთ

კაცი, რომელიც ეტლით ბავშვს დაატარებს, ნაგავში იქექება რომ სარდაფის ქირის ღირებულება გადაიხადონ, სადაც ისინი ცხოვრობენ
Sputnik

სოციალური ქსელის მომხმარებელი ალექსანდრე ქორიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ემოციურ შემთხვევაზე წერს, რომელიც მაშინ შეემთხვა, როცა საღამოს საკუთარი ბარიდან გამოდიოდა და ძველი ნივთების გადაყრას აპირებდა.

„როდესაც ქუჩაში მორიგი ხარახურას პარტიის გადასაყრელად გავედი, კონტეინერთან მოხუცი მამაკაცი დავინახე, რომელიც მასში იქექებოდა და ზოგ ჩემს გადაყრილ ნივთებსაც იღებდა. გვერდზე ეტლი ედგა. ეტლში თავიდან მეგონა ძაღლი იწვა, თუმცა მერე დავაკვირდი და ბავშვი აღმოჩნდა. მოხუცს გაველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ ბავშვი მისი არ არის, თუმცა ბავშვობიდან ზრდის. მამა არ ჰყავს. დედა ქუთაისიდან არის და ღამ-ღამობით ბოთლებს ეძებს“, - წერს ალექსანდრე ქორიძე.

მისი თქმით, ისინი საბურთალოზე სარდაფში ცხოვრობენ, სადაც თვეში 250 ლარს იხდიან და ვისაც დახმარების სურვილი აქვს შეუძლიათ ამბროლაურის #116-ში მივიდნენ, ან ტელეფონზე 574009379 დაუკავშირდნენ.