ბასილაშვილმა ცინცინატში ასპარეზობა დაასრულა

სულ რაღაც ორი კვირის წინ ბასილაშვილი რუბლიოვს ჰამბურგში ტურნირის ფინალში შეხვდა და სამ პარტიაში გაიმარჯვა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ის რეიტინგში 17 ნომერი) ცინცინატის (აშშ) მიმდინარე „მასტერსის" ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

პირველივე წრეზე ბასილაშვილმა, რომელიც 15 ნომრად იყო განთესილი, რუს ანდრეი რუბლიოვს (70) სამ სეტში დაუთმო - 6:7, 6:4, 2:6. მატჩი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

ბასილაშვილმა მონრეალში ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

სულ რაღაც ორი კვირის წინ ბასილაშვილი რუბლიოვს ჰამბურგში ტურნირის ფინალში შეხვდა და სამ პარტიაში გაიმარჯვა - 7:5, 4:6, 6:3. თუმცა, ამ ჯერზე რუსმა ჩოგბურთელმა რევანშის აღება მოახერხა.

პირველ პარტიაში ისეთი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, რომ 12 გეიმის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი იყო. შეხვედრის დასაწყისში ბასილაშვილს მოწინააღმდეგის ჩაწოდების მოგერიების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა გაიმარჯვა 7:4.

სამწუხაროდ, ბასილაშვილისთვის ეს იყო პირველი და ერთადერთი წარმატება. მომდევნო ორი პარტია ბასილაშვილისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მიუხედავად პირველივე ტურში დამარცხებისა, ბასილაშვილის აქტივში 10 რეიტინგული ქულა და საპრიზო 22 ათასი დოლარია.

ცინცინატში „მასტერსი" 18 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 6 მლნ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.