როგორი ამინდი იქნება ბათუმში პარასკევს, 16 აგვისტოს

პარასკევს ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს მოღრუბლული ამინდი ელოდება
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები ბათუმში პარასკევს, 16 აგვისტოს ღრუბლიან ამინდსა და სუსტ წვიმას პროგნოზირებენ.

ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება +23 გრადუსი, ხოლო დღისით – +28. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე ბათუმის დროით 06:22 საათზე ამოვა და 20:12 საათზე ჩავა.