„არც შეერგება“- აეროპორტიდან ბახტრიონის ქუჩამდე ტურისტებს ტაქსიში 200 ლარი გადაახდევინეს

სოციალურ ქსელში ტურისტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი უცნაური ისტორია ხდება ცნობილი
Sputnik

სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ ტურისტებს აეროპორტის ტაქსმა ბახტრიონის ქუჩამდე 200 ლარი გამოართვა. მისი თქმით, ტაქსის მძღოლმა ბარგის ჩამოტანის შემდეგ იქაურობა მალევე დატოვა.

თბილისის აეროპორტში მგზავრს 20 კგ მარიხუანა უპოვეს

შემთხვევის შესახებ კი დეიდაშვილთან სტუმრობისას შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობს.

„მივედი, ვლაპარაკობდით და მოვიდა ოჯახი - 3 ადამიანი. დედა, მამა და პატარა ბავშვი მოიყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსმა. აეროპორტიდან ბახტრიონის ქუჩამდე 200 ლარი ღირს მოსვლა? ძალიან გაღიზიანებული ვარ. იცოდეთ, არ იმგზავროთ მაგ ტაქსით. როდესაც მოიყვანა, ბარგი ჩამოალაგა და მოტყდა ეგრევე, გაქრა და წავიდა. შემიძლია გავიგო რომელი ტაქსისტი იყო? სულ ყელში უნდა ამოვადინო ის 200 ლარი. არც შეერგება ეგეთი ფული“,- წერს მომხმარებელი.