ხის კეტით მოკლული კაცი: რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ დამნაშავეს

გამოძებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკება მანქანების სადგომების გამო დაიწყო
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთი მოკლული და ერთ დაშავებული: დამნაშავეს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დამნაშავემ, შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ თანამშრომელს თავის არეში ხის კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა 2018 წლის 14 ნოემბერს ზესტაფონში მოხდა.

სამართალდამცავებმა დამნაშავე იმ დღესვე დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა რვა წლით პატიმრობა.