საქართველოში 2 კგ–ზე მეტი ოქროს და ვერცხლის ნივთები უკანონოდ შემოჰქონდათ

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა „სარფის“  საბაჟო–გამშვებ პუნქტში  ოქროსა და ვერცხლის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა  საქართველოს და აზერბაიჯანელი მოქალაქეების კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური  დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  ნაკეთობები (2 კგ–ზე მეტი ოქრო, 399,7 გრამი ვერცხლი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ  ჯამში 170,128.05 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.