სამართალდამცველებმა უცხოელების მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა აღკვეთეს

დაკავებულებს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საბერძნეთისა და ირანის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკების გასაღება „ტელეგრამის" საშუალებით: დაკავებულია სამი პირი

უწყების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დაკავებულების ბარგის ჩხრეკის შედეგად 10 აბი ნარკოტიკული და 72 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შსს-ში გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.