ბახტაძე: წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის პროექტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალ ისტორიულ მშნებლობებზე ისაუბრა.
Sputnik

„პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო – ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. მასში ძალიან ბევრი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი. ამას აუცილებლად გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში. ყველას შეუძლია, თავისუფლად დაინახოს, როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი. მეორე – რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის “ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში