უაქციზო სიგარეტის უპრეცედენტო კონტრაბანდა: დაკავებულია 12 პირი

ამოღებული უაქციზო სიგარეტის ფასი ჯამში 82 ათას ლარს აღემატება
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს

უწყების ინფორმაციით, სულ ამოღებულია 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული სიგარეტის საერთო ფასი 82 ათას ლარს აღემატება.

აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 12 პირი.

გამოძიება დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.