Instagram- ის გამომწერებს სილამაზისა და განვითარებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ქალბატონებს. ცნობილი ქართველი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“. ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.
მის გადაწყვეტილებებს საზოგადოება დადებითად ეკიდება, მის ნაწერებს კითხულობენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ალექსანდრა კი, ახალი შთაბეჭდილებებს, ემოციებს, მოგზაურობის დეტალებსა ან ახალ ტუჩსაცხს დიდი მონდომებით აქვეყნებს.
ტელეწამყვანის ახალ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალექსანდრას, კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. უკანასკნელ გაზიარებულ ფოტოებზე ფიტნეს-ინსტრუქტორი ქალღმერთს შეადარეს.
მამრობითი სქესის გარდა, მდედრობითი სქესი ალექსანდრას სექსუალურმა ტანმა აღაფრთოვანა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა მოდელს დაუკომენტარა- „ქალი ვარ და ნერწყვს ვყლაპავ... საღოლ, კაცებო!“, სხვა გამომწერებმა კი, დადებითი ემოციები ვერ დამალეს: „ნეტარო ალექსანდრა, დაეშვით დედამიწაზე ცოტახნით და სიყვარული დათესეთ...“, „აი, ეს ფოტო საუკეთესოა, ქალღმერთს გავხარ!“
28 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.