ყვითელი ამბები

სალომე ჭაჭუას სიმპათიურმა ძმამ მდედრობითი სქესის აღფრთოვანება გამოიწვია- იხილეთ ფოტოები

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ ყურადღება არ ნელდება. მაგრამ, საკმარისია, დედმამიშვილების ფოტო გააზიარონ და ყურადღების გარდა, მათი აქტიური განხილვაც იწყება. ზოგი ვარსკვლავი და-ძმის  ჩრდილქვეშ ექცევა, ზოგი კი, მეტად ცნობადი ხდება
Sputnik

ასე მოხდა სალომე ჭაჭუას ძმის შემთხვევაში. ახალგაზრდა მამაკაცის გარეგნობამ ქალბატონების გადამეტებული ყურადღება გამოიწვია და მოცეკვავე დაჩრდილა.

ქორეოგრაფს ორი დედმამიშვილი ჰყავს. და- თამუნა ჭაჭუა, ძმა- ნიკოლოზ ჭაჭუა, რომლებიც უაღრესად მიმზიდველად გამოიყურებიან. სალომეს და-ძმასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

ისინი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებიან და გარშემომყოფების პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევენ, როგორც გარეგნობით, ასევე ერთმანეთისადმი მეგობრული დამოკიდებულებით.

სალომე და მისი და თამარ ჭაჭუა ერთმანეთს ძალიან გვანან. თამარის ფოტოებზე მას სალომესგან ვერ განასხვავებთ. სახის ნაკვთები, სტილი და თმის ფერიც კი, ეჭვს აჩენს, რომ ისინი ტყუპები არიან.

სალომე ჭაჭუას გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოზე მისი ძმა ნიკოლოზ და თავად სალომე არიან აღბეჭდილნი. ისინი ღია ცის ქვეშ, ერთ-ერთ კლუბში ერთობიან.

სალომემ გაზიარებულ ფოტოს წარწერა დაურთო- „მიყვარხარ, ძმაო...“ სურათს რამენიმე საათში 4 ათასამდე მოწონება და უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა. „ძალიან საყვარლები“, „ულამაზესები ხართ“, სალომეს ძმა კი, მოკრძალებულად შემოიფარგლა და დას გულის ემოჯი დაუკომენტარა.