„მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“ - World Rugby-მ ქართული რაგბის ისტორიაზე ფილმი გადაიღო

ფილმს ჰქვია „საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“. მასში საუბარია ქართული რაგბის განვითარების ისტორიაზე.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო რაგბიმ ქართული რაგბის ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოამზადა რომელიც საკუთარ ფეისბუქ−გვერდზე განათავსა.

ფილმს ჰქვია „საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“. მასში საუბარია ქართული რაგბის განვითარების ისტორიაზე. ფილმის აღწერაში ნათქვამია, რომ ბოლო ათიოდე წლის განმავლობაში ქართული რაგბი სწრაფად და მოულოდნელად გაიზარდა.

მსოფლიო რაგბი — ორგანიზაცია, რომელიც  1998-დან 2014 წლის ნოემბრამდე ცნობილი იყო  როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭო, ხოლო 1998 წლამდე - როგორც რაგბი ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო.