„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო კონფიგურაციას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბუნებრივია, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება კოალიციებს, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. რომელი პარტიები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება