მსოფლიო დღეს

სისხლიანი გარჩევა ბარსელონაში: დაიღუპა 30 წლის ქართველი მამაკაცი

ჩხუბში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან რამდენიმე დაჭრილია.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ბარსელონაში ჩხუბის დროს 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ესპანურ მედიაზე დაყრდნობით.

კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის თანამზრახველები ესპანეთში დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ლა მინას უბანში 11 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ცნობით, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი დანით დაჭრეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ცნობით, ჩხუბში ოთხი მამაკაცი მონაწილეობდა, მათგან რამდენიმე დაჭრილია. ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

კონფლიქტის მიზეზი ჯერ უცნობია.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ლა მინას უბანში პოლიციას უსაფრთხოება ისედაც გამკაცრებული ჰქონდა. ამის მიზეზად რამდენიმე თვის წინ მეზობელ ელ-რავალის უბანში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა თავშესაფარში ჩატარებული რეიდი სახელდება.