ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი მამას ძალიან ჰგავს-ნახეთ პატარა გოგონას უახლესი ფოტოები

ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს პირველად დაოჯახდა. მისი რჩეული კი, ირაკლი კუტალაძე გახდა.
Sputnik

მომღერალმა Facebook- ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ნინის ქალიშვილი ნამდვილი ანგელოზია. პატარა გოგონა კამერის წინ მორცხვად პოზირებს და დახვეწილი ნაკვთებით გამოირჩევა. ნახეთ, ბადურაშვილის გამოქვეყნებული ახალთახალი სურათები.

ნინი ბადურაშვილი, თაყვანისმცემლების დიდი მოლოდინის შემდეგ, 2012 წელს პირველად დაოჯახდა. მისი რჩეული კი, ირაკლი კუტალაძე გახდა. ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა.

მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, წყვილს პატარა ანგელოზი- ელენე გაუჩნდათ. გოგონა უკვე 6 წლისაა. ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მასში დედის გენეტიკა დომინირებს. ეკა კახიანი ვოკალში ამეცადინებს და პატარა ელენეს გამორჩეული ხმა აქვს. ელენე, თავის მხრივ დიდი მონდომებით მღერის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. თუმცა გოგონა, გარეგნულად მამას ძალიან ჰგავს.

ბადურაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რამდენიმე საათში 5 ათასზე მეტი მოწონება აქვს. მასზე ელენეა აღბეჭდილი. პატარა პრინცესა მცხეთის აგარაკზე სიმწვანეში პოზირებს. ნინის ახლობლებისა და თაყვანისმცემლების აღტაცება ელენეს გრძელმა და ლამაზმა ფეხებმა გამოიწვია. ფოტოს ნინის ყოფილი დედამთილიც გამოეხმაურა და შვილიშვილს „Моя любимка- ჩემი საყვარელი“ დაუკომენტარა.

ნინის ოფიციალურ გვერდზე  ელენეს ფოტოებს მუდამ დიდი გამოხმაურება მოჰყვება.
„ულაზესია! როგორი გაზრდილია და რამსიგრძე ფეხებზე დგას, მემგონი მოდელი გვეზრდება“, „ნინი, რა დიდი გოგოა! წელს სკოლაში წავა“, „ჩვენი ყველაზე ლამაზი და ძალიან ტკბილი გოგო“- წერენ ნინის გულშემატკივრები.