ყვითელი ამბები

„არ ვცნობ უშენობას, ჩემთან ხარ ყოველწამს...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში, 51 წლის ასაკში დაიღუპა.
Sputnik

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი გარდაცვლილ მამას, გიორგი გოგიჩაიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის. გოგონა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ მამა ხშირად ესიზმრება და ამხნევებს.

„რა საშინელი სიცივეა, იცი, გიო...“ – ნათია ბანძელაძე „გოგიჩას“ ემოციურ პოსტს უძღვნის

„არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული, ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის, ყოველთვის ყველაფერს ხარბად მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებდი. არ აქვს სიტყვებს არანაირი აზრი, არ ვცნობ უშენობას, არ წავიკითხავ არცერთ სიტყვას, რომელიც შენთან არაფერშუაშია! ამდენი დღე გავიდა უშენოდ, ჩემთან ხარ ყოველწამს. უღრმესი მადლობა. შენი აქ ყოფნით მაძლიერებ, უშენობა არ არსებობს“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში, 51 წლის ასაკში დაიღუპა. ბოლო წლები მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.