ყვითელი ამბები

ლელა წურწუმია მიმართვას ავრცელებს

ლელა წურწუმიამ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პოლიციასაც მიმართა
Sputnik

მომღერალი ლელა წურწუმია Instagram-ს დაუბრუნდა. მომღერალმა საზოგადოებას საკუთარი გვერდიდან ამცნო. როგორც ლელა წერს, მისი გვერდი 3 კვირა გაუქმებული იყო, რადგან გაუტეხეს.

„კარგი ადამიანების დახმარებით დავიბრუნე. დიდი მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდით და მგულშემატკივრობდით. სამწუხაროდ მთელი მასალა წაშლილი დამხვდა, მაგრამ ნელნელა აღვადგენ. მიყვარხართ“, - წერს მომღერალი.

მომღერალს სოციალურ ქსელში დაბრუნებას მისი მეგობრები ულოცავენ.

ლელა წურწუმიამ გვერდის გატეხვის გამო რამდენიმე დღის წინ პოლიციასაც მიმართა.