ყვითელი ამბები

კესარია აბრამიძის დედა შოკისმომგვრელად გამოიყურება-მოდელმა ფოტოები გამოაქვეყნა

კესარიამ მიმზიდველი დედის ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააოცა
Sputnik

დედა-შვილს შორის საოცარ მსგავსებას ყველა ამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი ჰყავს, ახალგაზრდა ქალბატონის ასაკს ვერავინ გამოიცნობს.

მშვენიერ კესარია აბრამიძეს, სილამაზით არანაკლები ოჯახის წევრები ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მოდელმა უმცროსი სტუდენტი დის ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოება აღაფრთოვანა. ხალხი გოგონას პროფესიით, ასაკით ინტერესდებოდა და ცოტამ დაიჯერა, რომ კესარიას და არის.

კესოს დას, დედასთან შედარებით, როგორც ჩანს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ, საკმარისია საზოგადოებისთვის ცნობილმა ქართველმა ოჯახის წევრების ფოტო გამოაქვეყნოს, მათზე საუბარი არ წყდება.

სწორედ, ასე მოხდა კესარიას მიერ ბოლო ატვირთულ ფოტოზე. გაზიარებულ სურათს რამდენიმე საათში ათასზე მეტი მოწონება აქვს, ხოლო ვიდეოს ათი ათასამდე ნახვა. ალბათ, ფიქრობთ ფოტომოდელის მორიგი სკანდალური ფოტოსესიაა, მაგრამ არა...

სექსუალური კესო, დედასთან ერთად კლუბში იმყოფებოდა, საიდანაც ფოტოები Instagram- ის „სთორიზე“ ატვირთა. უამრავ კომპლიმენტთან ერთად, სოციალური ქსელის მომხმარებლებში გაუგებრობა გამოიწვია დედა-შვილის მსგავსებამ. ერთ-ერთმა გამომწერმა შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს დაუკომენტარა: „ვერ გიცანი, აქ ძალიან უცხო და ლამაზი ხარ...!“


კესარიამ თაყვანისმცემლებს უპასუხა, რომ ეს თვითონ არ არის დედამისია და აქვე, ახალგაზრდა დედის შერეული წარმომავლობაც აღნიშნა. კესარიას ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ თვალისმომჭრელი ქალბატონი ნახევრად უკრაინელია.