ყვითელი ამბები

„როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის...“

გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში ივლისში დაიღუპა
Sputnik

ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის. ნათია წერს, რომ არ იცის ახლა სადაა და არ ცნობს არაფერს, ცხოვრება ისევ ისე გრძელდება, როცა არ იცის სადაა მისი მეუღლე და არ ურეკავს სიტყვებით „როდის მოხვალ, ან სად ხარ“.

„უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი ადამიანი ჩემი სამაგალითო მამაა...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი

„მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო. არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო. ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ. როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს“, - წერს ნათია ბანძელაძე.

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ბოლო წლები მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.