ყვითელი ამბები

როგორ გამოიყურება გიორგი გასვიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ- ფოტოები

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი კლინიკაში ივლისში მოხვდა
Sputnik

მსახიობმა გიორგი გასვიანმა ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. წამყვანი რეაბილიტაციას გადის და როგორც ჩანს, თავს გადასარევად გრძნობს

15 ივლისს, გიორგი გასვიანის მეგობარმა და კოლეგამ- მაკა რაზმაძემ Facebook- ზე საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათმა გიორგის ფანები აანერვიულა. მაკამ თაყვანისმცემლები დაამშვიდა და საზოგადოებას წარმატებული ოპერაციის შესახებ ამცნო.

სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოს კი, წარწერა დაურთო- „ნარკოზიდან გამოვიდა, კარგად არის. ხერხემალზე თიაქარის ოპერაცია ძალიან კარგი შედეგით გადაიტანა“.გიორგი გასვიანის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. მეორე დღეს კი, საკუთარ Instagram- ზე კლინიკიდან პოსტი გამოაქვეყნა. რასაც უამრავი ადამიანის დადებითი კომენტარი მოჰყვა. გასვიანს მალე გამოჯანმრთელებასა და ეკრანზე უახლოეს დროში დაბრუნებას უსურვებდნენ.

ასეც მოხდა, ჯანმრთელ ორგანიზმზე დაყრდნობით, გიორგი გასვიანმა ფეხი ძალიან მალე წამოდგა. „სიცრუის დეტექტორის“ სეზონის დახურვა აგვისტოს დასაწყისში დააანონსა და მაყურებელი იმით გაახარა, რომ გადაცემის სტუმარი თავად იქნება, ხოლო წამყვანის როლს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მოირგებდა.

დაანონსებულ გადაცემას 200 ათასზე მეტი ნახვა სკანდალური კითხვების მეშვეობით დაუგროვდა და მაღალი რეიტინგი დაიმსახურა. გიორგი გასვიანმა მაყურებელი სოციალური ქსელში დადებული ვიდეოს აღწერით დააინტრიგა: „აი, რა მოხდა, როდესაც დეტექტორის სკამზე დავჯექი! ვერ გაუძლო ცოდვილი წამყვანის ამდენ „სიმართლეს“ და ახლა, თქვენ კადრში ხედავთ, თუ როგორ იწვოდა დეტექტორის აპარატი“.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ქართველი წარმატებული მსახიობი ბათუმში ისვენებს და შოკოლადისფერი რუჯით ქალბატონებს თავს აწონებს.