ყვითელი ამბები

„გვერდით ღირსეული ადამიანი მყავს...“ - განო მელითაური მეოთხე შვილის დედა გახდა

განო მელითაურს კოტე თოლორდავასგან სამი შვილი ჰყავს
Sputnik

პროფესიით რეჟისორი განო მელითაური ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე კახაბერ გაგნიძეა, რომელთან ერთადაც განომ საერთო ბიზნესი წამოიწყო. პატარას მშობლებმა რენე დაარქვეს.

განო მელითაური მედიასთან პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს.

განო მელითაურს პირველი მეუღლისგან, მსახიობ კოტე თოლორდავასგან სამი შვილი ჰყავს, რომელიც 2015 წლის 11 აპრილს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში გარდაიცვალა.

მსახიობი იქ ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

კოტეს გარდაცვალებისას განო ორსულად იყო, წყვილის მესამე შვილიმ ლოლიტა კი, მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას და განო სამ შვილს დამოუკიდებლად ზრდის.