დიდგორობა 2019: საქართველომ „ბრძოლაი საკვირველი“ კიდევ ერთხელ აღნიშნა

Sputnik

სახალხო დღესასწაული დიდგორობა  ტრადიციულად 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა დღევანდელი ღონისძიებიდან

ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“, საკულტო წესები სრულდებოდა. იქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.

დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. იქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი.

ქართლის გარდა დიდგორობა აღინიშნებოდა ხევსურეთშიც.

1 / 15
ტრადიციული სახალხო დღესასწაულის, დიდგორობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო
2 / 15
დამსწრეებს აჩვენეს თეატრალური წარმოდგენა, რომლის მთავარი გმირი ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი გახლდათ
3 / 15
ორგანიზატორებმა დიდგორის ველზე ნამდვილი მუზეუმი მოაწყეს ღია ცის ქვეშ
4 / 15
განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდნენ ქართველი ჩოხოსანი რაინდები
5 / 15
ტურისტები სიამოვნებით იღებდნენ ფოტოებს ქართველ ჩოხოსნებთან ერთად
6 / 15
დიდგორის ველზე, სადაც 1121 წელს ქართველებმა სახელოვანი ბრძოლა გარდაიხადეს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა
7 / 15
დიდგორის ბრძოლა, ან ძლევაჲ საკვირველი ქართველებმა, დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ გამართეს დიდგორის ველზე
8 / 15
დავითის ისტორიკოსის ცნობით, მტრის ლაშქარი იყო „სიმრავლითა, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანაჲ“.
9 / 15
დღეს იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ ადამიანები
10 / 15
მათ შორის იყო „ევროვიზია 2019-ის“ მონაწილე ოთო ნემსაძეც
11 / 15
ცეკვა-სიმღერის გარდა ქართული ტრადიციული ჭიდაობაც გაიმართა...
12 / 15
და რაინდული შერკინებაც ხმლებით
13 / 15
წარმოდგენილი იყო ხელით ნამუშევარი ქართული ყოფისთვის დამახასიათებელი ნივთები
14 / 15
გოგონებმა კი იქვე დაჩეჩეს მატყლი და დაატრიელეს თითისტარი
15 / 15
ყველაზე პატარებისთვის კი შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყო