დაფნა (Laurus) – დაფნისებრთა ოჯახის მცენარეა. ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა, უპირველესად, წარმატებასთან ასოცირდება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ის ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, გამარჯვების სიმბოლოა.
სიტყვა დაფნიდან – Laurus – მომდინარეობს „ლაურეატი" და პირდაპირი მნიშვნელობით „დაფნისგვირგვინოსანს" ნიშნავს.
დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაცივებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს. დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.