ბახტაძე: დასავლეთ საქართველოში ოლიმპიური დონის აუზები გაჩნდება

ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 16 გუნდი ღებულობს
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის შემდეგ ოლიმპიური დონის აუზები გაჩნდება ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წყალბურთში ევროპის ღია ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზები აშენდება

თბილისში ოლიმპიურ აუზზე 11-18 აგვისტოს პერიოდში წყალბურთში U-17 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება. მატჩებში იტალიიდან, მალტადან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ჰოლანდიიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან 16 გუნდი მონაწილეობს.

ბახტაძემ საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირები იმართება. ძალიან მიყვარს წყალბურთი, ეს სპორტის ულამაზესი სახეობაა. იყო გარკვეული ჩავარდნა და მე მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ჩვენი მოვალეობაა ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვავითაროთ. ამ ახალგაზრდებში ჩვენ ვხედავთ წყალბურთის მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს", - განაცხადა ბახტაძემ.

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიურ აუზზე ტარდება, მასზე დასწრება თავისუფალია.