ახალი Note 10-ისა და Samsung-ის სხვა პროდუქტების პრეზენტაცია

Sputnik

კომპანიამ Samsung  ახალი ფლაგმანური სმარტფონის ორი ვერსია წარმოადგინა: ჩვეულებრივი Galaxy Note 10 და დიდი Galaxy Note 10+. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჰგამოიყურება კომპანიის ახალი ფლაგმანები

ახალი სმარტფონი Note 10+ გასული წლის Note 9-ის გაუმჯობესებულ ვერსიად განიხილება, ხოლო „ჩვეულებრივი“ Note 10 წინამორბედებზე მომცრო ზომისაა. ორივე გაჯეტს Samsung-ისათვის მახასიათებელი ფორმა აქვს: დიდი ზომის დისპლეი ჩარჩოების გარეშე, მასში მოთავსებული წინა კამერა და მოწყობილობის სტილუსით მართვა.

სმარტფონების გარდა, პრეზენტაციაზე წარმოადგინეს პლანშეტი Galaxy Tab S6 და ჭკვიანი საათი Galaxy Watch Active 2.

1 / 12
კომპანიამ Samsung  ახალი ფლაგმანური სმარტფონის ორი ვერსია წარმოადგინა: ჩვეულებრივი Galaxy Note 10 და დიდი Galaxy Note 10+
2 / 12
პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა
3 / 12
პირველი მოდელი ყველა Galaxy Note-ს შორის ყველაზე დიდი ზომის ეკრანით გამოირჩევა - 6,8 დიუიმი, ხოლო Galaxy Note 10-ის ეკრანის ზომა 6,3 დიუიმია
4 / 12
Note 10+ აღჭურვილია ოთხ მოდულიანი ძირითადი კამერით
5 / 12
კომპანიამ ასევე წარმოადგინა სხვა მოწყობილობებიც
6 / 12
Galaxy Note-ის ახალ მოწყობილობებში აქცენტი მრავალფუნქციურობაზეა გაკეთებული
7 / 12
ახალი სმარტფონების თითოეული ელემენტი შემუშავებულია იმისათვის, რომ მომხმარებელმა სურვილი უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეისრულოს
8 / 12
IT & Mobile Communications Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა დონგ ჯინ კომ პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალ სმარტფონებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმო მოწყობილობის უსაფრთხოებას
9 / 12
2016 წელს კომპანიას Note 7-ის წარმოებიდან მოხსნა მოუწია აკუმულატორთან დაკავშირებით პრობლემის გამო: ელემენტი ძალიან ცხელდებოდა, ზოგჯერ კი ფეთქდებოდა კიდეც
10 / 12
პრეზენტაციაზე უჩვენეს Note 10-ის დამატებითი რეალობისა და ნივთების სამ განზომილებაში სკანირების შესაძლებლობა უჩვენეს
11 / 12
Samsung Galaxy Watch Active 2 პრეზენტაციაზე ბერკლაის-ცენტრში ბრუკლინში, ნიუ-იორკი
12 / 12
Samsung Galaxy Note 10 პირველი კომერციული სმარტფონია 5G მხარდაჭერით