სოფელ ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ვიდეო

დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი მთავრობა 10 ათასი ლარით დაეხმარება
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის ამსახველ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი LaKo Managadze ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ბუხარი სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ჭრებალოში დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი მთავრობა 10 ათასი ლარით დაეხმარება. მანამდე კი ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფენ.