მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანს სულ უფრო ხშირად სტუმრობენ

საქართველოდან აზერბაიჯანში ტურისტების ნაკადი 2019 წლის შვიდ თვეში 23%-ით გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. აზერბაიჯანის ტურიზმის სტატისტიკამ გასული წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.

ივლისში აზერბაიჯანი მოინახულა 365 ათასმა უცხოელმა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%-ით მეტია.

მესამედზე მეტი რუსეთიდან იყო ჩასული (128,5 ათასი ადამიანი). ამასთან მოგზაურთა ყველაზე შესამჩნევი ზრდა შეინიშნება საქართველოდან - 25%. ივლისში აზერბაიჯანში 61 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები

2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანს 1,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა. 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ტურისტების ნაკადის ზრდა დაახლოებით 7,4%-ს შეადგენს.

საქართველოდან ტურისტების ნაკადი 76 ათასით ანუ 23%-ით გაიზარდა, რუსეთიდან და თურქეთიდან - 4%-ით. ტურისტების რიცხვის ზრდამ ცენტრალური აზიიდან შეადგინა 39%, სამხრეთ აზიიდან - 44%.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის მაღალჩინოსნები ქვეყანაში წელიწადში სამ მილიონამდე ტურისტის მოზიდვის გეგმებზე საუბრობდნენ.