ყვითელი ამბები

„გოგონებისთვის მამების ფასი არაფერია...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა
Sputnik

ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილის შვილი, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, მამის გარდაცვალების შემდეგ instagram სთორიში შემდეგი შინაარსის ფოტოს აქვეყნებს:

„რა საშინელი სიცივეა, იცი, გიო...“ – ნათია ბანძელაძე „გოგიჩას“ ემოციურ პოსტს უძღვნის

„პატარა გოგონებისთვის მამების ფასი არაფერია, ქალიშვილს შეუძლია ყველაზე რთული ხასიათის მამაკაციც კი მსოფლიოში ყველაზე რბილ ადამიანად აქციოს. ის შეიძლება იყოს განგსტერი, მაგრამ თავისი გოგონას გვერდით „დათუნიად“ გადაიქცევა. მამები ზეციდან გამოგზავნილი ანგელოზები არიან“, - წერია ფოტოზე.

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ბოლო წლები მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.