მარნეულში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

51 წლის მამაკაცს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული 60 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.