მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერევანში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

სომხეთის დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსის უშუალო სიახლოვეს ბალახი იწვის
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ნორკის ადმინისტრაციულ რაიონში, ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსთან ახლოს კვირას ძლიერ ხანძარი გაჩნდა: მწვანე ზონაში ცეცხლი ბალახის საფარს მოედო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

როგორც სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, საგანგებო შემთხვევის შესახებ ზარი 11 აგვისტოს, 13:43 საათზე შევიდა.

აალების სირთულისა და საფრთხიდან გამომდინარე, ადგილზე ოთხი საბრძოლო  ქვეგანაყოფი და კრიზისული სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ცენტრის ჯგუფები გავიდნენ. სიტუაციის გართულების გამო ხანძრის ადგილზე გაემართა ასევე 4 საბრძოლო ქვეგანაყოფი, ასევე დედაქალაქის მერიის წყალმზიდი. ცეცხლის ლოკალიზება 16:33 საათზე მოხერხდა.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს ცოლაკიანი, რომელიც მითითებებს იძლეოდა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ძლიერი ხანძრის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებენ.