ბათუმში 31 წლის ქალი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში 31 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარნეულში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „პარაბელუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.