მსოფლიო დღეს

სუპერტაიფუნი ჩინეთში: დაღუპულების რიცხვი 18-მდე გაიზარდა

500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ქალაქ ვენჩჟოუში
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ჩინეთში სუპერტაიფუნ „ლეკიმას“ მსხვერპლი 18 ადამიანი გახდა, კიდევ 14 უზგო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია 13 დაღუპულისა და 15 დაკარგულის შესახებ.

პენსილვანიას შტატში სახლის ეზოში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

ქალაქ ვენჩჟოუში ძლიერმა წვიმამ მთაში ჩანგრევა გამოიწვია, რამაც მდინარის დინება დაბლოკა. შედეგად დაახლოებით 120 ადამიანი ადიდებული მდინარის ტყვეობაში აღმოჩნდა.

„ამ მომენტისათვის 18 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 14 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ახლა ადგილზე 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილებს საძიებო-სამაშველო ოპერაციაში“, - ნათქვამია ცენტრალური ტელევიზიის განცხადებაში სოციალურ ქსელ Weibo-ში.

რიგით მეცხრე ტაიფუნმა ვენლინის სანაპიროს ადგილობრივი დროით 01:45 საათზე მიაღწია. ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 52 მეტრს აღწევდა. პარასკევს დილით განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.

სუპერტაიფუნი ჩინეთში: დაღუპულების რიცხვი 18-მდე გაიზარდა

სააგენტო Xinhua იუწყება, რომ სუპერტაიფუნის გამო მილიონ ადამიანზე მეტი ევაკუირებულია. სინოპტიკოსები აფრთხილებენ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში შაბათს მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა, არსებობს წყალდიდობისა და სხვა კატასტროფების ალბათობა. ძლიერი წვიმა მოსალოდნელია ანჰოის, ფუცზიანის, ცზიანსუს, ჩჟეცზიანის პროვინცებსა და შანხაიში.

სუპერტაიფუნი ჩინეთში: დაღუპულების რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ამჟამად ჩჟეცზიანის პროვინციაში 700 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, აქედან 110 ათასი 12 ათას თავშესაფარშია განთავსებული. პროვინციაში შეწყვეტილია საბორნე მიმოსვლა, გაუქმებულია 288 რეისი, ნაწილობრივ შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით ათასი მაშველი, 150 სახანძრო მანქანა და 153 სამაშველო ნავის მობილიზება მოახერხა.

სავარაუდოდ, „ლეკიმა“ ჩრდილო-დასავლეთისკენ 15 კილომეტრ საათში სიჩქარით იმოძრავებს.