ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში და ხშირად აქვეყნებს ოჯახის წევრების ფოტოებს. ბოლო დროს ყველაზე მეტად მის კედელზე მისი წამოზრდილი ქალიშვილის მარიკოს და პატარა შვილიშვილის ფოტოები ჩანს.
პატარა ალექსანდრე, რომელსაც ბაბუა მოფერებით „ალეს“ ეძახის, 1 წლის გახდა და ცნობილი პროდიუსერის Instagram-ზე უკვე უამრავი მილოცვა მიიღო.
პატარა მამულიჩა მამას უფროსმა შვილმა, ნიკოლოზმა აჩუქა, რომელიც კახა მამულაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. პროდიუსერს მეგობრები უკვე ბაბულიჩას ეძახიან. ნისი ვაჟი ნიკო მამულაშვილი ნანუკა ფაღავაზეა დაქორწინებული.
„შვილიშვილი ახალი სტიმულია ჩემს ცხოვრებაში. ვერ დავეთანხმები გამოთქმას, რომ შვილიშვილი ადამიანს აბერებს. ალექსანდრეს დაბადებამ და ბაბუის სტატუსმა უფრო გამაახალგაზრდავა“, - ამბობს მამულიჩა ერთ-ერთ ინტერვიუში.