ყვითელი ამბები

როგორ ცხოვრობს ამერიკაში „მძევლების“ გმირი ცოლთან ერთად - ფოტოები

რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ ნახვის შემდეგ, ქართველმა და საერთაშორისო მაყურებელმა ერთნაირად შეიყვარა ახალგაზრდა დამწყები მსახიობი ირაკლი კვირიკაძე
Sputnik

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ, რომელიც პოპულარული რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ შემდეგ გახდა, მოდელ ელენე მახარაშვილზე გასული წლის ოქტომბერში, ნიუ-იოკრში იქორწინა.

წვეულებაზე მათი მეგობრები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. ელენეს საკუთარი ხელის მოწერის ცერემონიალზე ორიგინალური თეთრი კაბა ეცვა, ხოლო ირაკლის თეთრი პერანგი და შავი შარვალი.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია და ცნობილი არქიტექტორის, „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი, რომელიც ელენე მახარაშვილზე ქორწინებამდე ერთი წლით ადრე დაინიშნა.

წყვილი ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს. ელენე ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არის Urban Outfiters, Topshop.

ირაკლი კვირიკაძე „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლს თამაშობს. ამ როლისთვის ირაკლი „ბერლინალეზე“ ევროპის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა. ის ამჯერად ჰოლივუდურ კინოპროექტზე მუშაობს, სადაც პარტნიორობას ენტონი ჰოპკინსი უწევს.

კინოსურათის რეჟისორი დანტე სპინოტია. პროექტში, ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი. ფილმში კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.

ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. „აღარ შემეძლო საქართველოში ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ. იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, - აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.