ცოლზე ძალადობა და ნარკოდანაშაული: თბილისში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

51 წლის მამაკაცს ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული მეუღლეს - 1980 წელს დაბადებულ ლ.წ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

სამართალდამცველებმა გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ ხუთი აბი ამოიღო.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.