ლა სკალას ოპერის კამერული ორკესტრი თბილისში ჩამოდის

კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც  წელს 27-ედ ტარდება.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 3 ოქტომბერს ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს, იუწყება „პირველი არხი“. 

თელავი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გიწვევთ

კონცერტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც  წელს 27-ედ ტარდება.

ორკესტრი მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდის და  ფესტივალებში ცნობილ ინსტრუმენტალისტებთან და ოპერის მომღერლებთან ერთად მონაწილეობს. ის ასევე თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან.

ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულ ორკესტრის კონცერტს თბილისში მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს, სოლისტი კი ალტისტი სიმონიდე ბრაკონი იქნება.

კონცერტზე ვივალდის, გრიგის, ბრუხის, პენდერეცკისა და კახიძის ნაწარმოებები შესრულდება.