იმნაძე: ზაფხულში მაქსიმალური სისუფთავე უნდა დავიცვათ

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძე საუბრობს, როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ინფექციებისგან.
Sputnik

 

„ზაფხულში, როდესაც ადამიანი გასულია ბუნებაში, ძალიან ძნელია ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა. ამას უკავშირდება ის, რომ შეიძლება ადამიანს ნაწლავური ინფექციები დაემართოს,  განსაკუთრებით იმ დროს, თუ ბავშვი  არ არის მიჩვეული ჰიგიენის წესების დაცვას. საკმაოდ ძნელია, მივაჩვიოთ ბავშვი ყოველ წუთში ხელს იბანდეს -ჭამის წინ, ტუალეტის შემდეგ, პლაჟზე რომ ზის, ქვები არ ჩაიდოს პირში. მაქსიმალური სისუფთავის დაცვა და ხელების დაბანაა ის, რაც ზაფხულში ინფექციებისგან დაგვიცავს“, -ამბობს იმნაძე.

სპეციალისტის თქმით, საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, მალფუჭებადი საჭმელი  ყოველთვის ცივად, მაცივარში უნდა შევინახოთ და სისუფთავე შევინარჩუნოთ.