თბილისი, 9 აგვისტო − Sputnik.ქართული ეროვნული ბალეტის„, სუხიშვილების“ გამოსვლამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ბალეტის საერთაშორისო ფესტივალ 17th International Ballet Festival-ზე ბოდრუმში.
რიგით მე-17 ფესტივალი 3 აგცვისტოს დაიწყო. კონცერტები უშუალოდ ბოდრუმის ციხესიმაგრეში მოწყობილ სცენაზე ტარდება.
„სუხიშვილები“ პუბლიკის წინაშე ორჯერ, 6 და 7 აგვისტოს წარსდგა და თავისი საუკეთესო ნომრები წარმოადგინა ტრადიციული საგასტროლო პროგრამიდან.
„ქართულმა ანსამბლმა ბოდრუმელ მაყურებელს ქართველი ხალხის ომის, ჰეროიზმისა და სიყვარულის ისტორის წარმოუდგინა“, — ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი ბოდრუმში 3 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტომდე გაგრძელდება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი საცეკვაო კოლექტივების საკონცერტო პროგრამები.
შემდეგ კონცერტს „სუხიშვილები“ 10 აგვისტოს გამართავს ბათუმში, შემდეგ კი ბუდაპეშტში გაემგზავრება გასტროლებზე.