ყვითელი ამბები

„ოციან ბოცას რომ ხდი თავსახურს ღიპით, ეგ დადე რა“ - სალომე ჭაჭუას ახალი გატაცება აქვს

გიორგი ვარდოსანიძესთან დაოჯახების შემდეგ სალომე უფრო ცნობადი და ინტერნეტ-სივრცისთვის საინტერესო გახდა
Sputnik

ცნობილი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა Instagram-ის პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობს კარატეში. როგორც მოცეკვავე წერს, შავი ქამარი, რომელიც მას უკეთია, მის ტრენერს შოთა გოჩიაშვილს ეკუთვნის.

„ტაეკვანდოს გზა, გეზი სრულყოფისკენ, სულიერი სისტემის გავარჯიშება. საუკეთესო ცხიმის მწველი. შავი ქამარი რაც მიკეთია, რათქმაუნდა ჩემი არ არის. ჩემს საუკეთესო ტრენერს ეკუთვნის“, - წერს სალომე ჭაჭუა.

სალომეს ამ ნაბიჯით სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებულები არიან და გადაწყვეტილებას უწონებენ.

„ნიჭიერების, ტალანტის და სიფსიხის მიქსია ეს ადამიანი“, - უწერს თავად ტრენერი. „სანამ ფრენასაც არ ისწავლი არ გაჩერდები ხო ?“, „გადამრევს ეს გოგო. ამდენი ენერგია სად გაქვს. საოცარი ვინმე ხარ. ყველაფერი როგორ გამოგდის“, - უწერენ სალომეს კომენტარებში.

სალომე ჭაჭუა, შეიძლება ითქვას, სკანდალური ცხოვრებით არის განთქმული. მისი პარტნიორები ცნობილი მამაკაცები არიან და მათი ურთიერთობა სხვადასხვა მიზეზების გამო დიდხანს არ გრძელდება. შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების ყურადღება არ ნელდება.

გიორგი ვარდოსანიძესთან დაოჯახების შემდეგ სალომე უფრო ცნობადი და ინტერნეტ-სივრცისთვის საინტერესო გახდა.