მაცივარი კლდიდან გადააგდო, მაგრამ პოლიციამ აიძულა ის იქიდან ზურგით ამოეტანა - ვიდეო

ადამიანები ხშირად იღებენ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც მათი აზრით, პოპულარობის მომტანი იქნება
Sputnik

ესპანეთში კაცმა გადაწყვიტა ეხუმრა და ვიდეო გადაიღო, როგორ აგორებს კლდიდან მაცივარს ხრამში. მისი მიზანი აუდიტორიის მოზიდვა იყო, თუმცა არ ეგონა რომ ამ ისტორიას ასეთი ფინალი ექნებოდა. პოლიციამ ის გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმა და აიძულა, ზურგით ამოეტანა ხრამში გადაგდებული მაცივარი.