მომღერალი ლარა ფაბიანი საქართველოში ჩამოდის

ლარა ფაბიანს მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ბელგიურ–იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი ლარა ფაბიანი 2020 ტურნეს ფარგლებში საქართველოში ჩამოდის.

მომღერალი საქართველოს  ევროპული ტურნეს ფარგლებში  ეწვევა. ჯერჯერობით უცნობია, კონცერტის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი.  ორგანიზატორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ რამდენიმე საკონცერტო დარბაზთან. დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ფაბიანი მომღერლის სასცენო სახელია. მისი ნამდვილი სახელია ლარა კროკერი. იგი  ცნობილია ძლიერი ვოკალით და კარგი ტექნიკით. სიმღერებს ასრულებს ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ენებზე.

ლარა ფაბიანს  მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.   არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბელგიელი მომღერალი.